2023 წლის საქართველოს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გორის მე-8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მენტორი მასწავლებელი ნინო ფსუტური გახდა. მას „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდმა 15 000 ლარი გადასცა.
წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტებს შორის იყვნენ: ქამრან აფანდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი; ინა იმედაშვილი, თბილისის UG სკოლის დაწყებითი საფეხურის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; მარინე კვარაცხელია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ნინო ნიპარიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის შპს „ბესიკ ნიპარიშვილი“ მრავალპროფილიანი სკოლა-გიმნაზიის მე და საზოგადოების, მოქალაქეობის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი 2017 წლიდან იმართება.