2024-ის თებერვალში, წინა წელთან შედარებით მშპ 9.5%-ით გაიზარდა

პუბლიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 9.5%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.7%-ია.

2024 წლის თებერვალში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:

  • დამამუშავებელი მრეწველობა;
  • მშენებლობა;
  • პროფესიული;
  • სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები;
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია;
  • ტრანსპორტი;
  • დასაწყობება.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის და სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორებში.