„მომდევნო სამი წელი ქვეყანაში აღარ გვექნება არჩევნები, რაც მართლაც უნიკალური პერიოდია, ვინაიდან თუ გადახედავთ ბოლო რვა წელიწადს, თითქმის ყოველ წელს გვაქვს არჩევნები. შვიდი არჩევნები რვა წელიწადში მართლაც ძალიან ბევრია. ასე დაემთხვა, მაგრამ ახლა ემთხვევა ისე, რომ სამი წელი არ იქნება არჩევნები – 2024 წლამდე. შესაბამისად, მომდევნო სამი წელი ეს უნდა იყოს აღმშენებლობის, განვითარების და წინსვლის პერიოდი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წალენჯიხაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, გოგა გულორდავას წარდგენისას განაცხადა.