2024 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვას კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა დაემატება - მინისტრი

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, 2024 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვას კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა დაემატება.

„როგორც კი ეჭვი გაჩნდება რაიმე ტიპის სიმსივნეზე, კონკრეტულ კლინიკებში, საბოლოო დიაგნოზის დასმას და ამ პროცესის დაფინანსებას უზრუნველვყოთ. ეს საშუალებას მოგვცემს, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ ონკოლოგიური დაავადება. ასეთ დროს, განკურნების შანსი უფრო მაღალია“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს პრესრელიზშია აღნიშნული, მინისტრმა თქვა, რომ კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა ეფექტურია ფინანსური თვალსაზრისითაც, ამას ადასტურებს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, სადაც ადრეული დიაგნოსტირების შემთხვევაში დანახარჯები, დაახლოებით, 40%-ით მცირდება.