2024 წლის აპრილიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით ავტობუსი დაინიშნება.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მგზავრებს 3 უახლესი SHUTTLE BUS მოემსახურება.
მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, იმერეთის მხარის ტურისტული სექტორის თხოვნის შედეგად, სერვისს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ყველაზე სწრაფად მზარდი აეროპორტია ჩვენს ქვეყანაში. გაზრდილ მგზავრთნაკადსა და პირდაპირ საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, მნიშვნელოვანია, გაიზარდოს ტურისტული ვიზიტების და ღამისთევების რაოდენობა ქუთაისსა და სრულიად იმერეთში”. – თქვა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ავტობუსების განრიგი ფრენების განრიგზე მაქსიმალურად იქნება მორგებული.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შესაბამისი მომსახურების შეძენაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.