2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია. მათგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.
2024 წლის ათეულის წევრები არიან:
- ნუკრი კარკაძე – ბაღდათის N1 საჯარო სკოლის და როკითის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი
- გიორგი ლიპარიშვილი – თბილისის მე-6 საავტორო სკოლის, ათასწლეულის სკოლის, საერთაშორისო ქართული სკოლის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
- ნანა მარღანია – ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლის მე და საზოგადოების, ჩვენი საქართველოს და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
- ინგა მოსიაშვილი – ილია ჭავჭავაძის სახელობის საჩხერის N2 საჯარო სკოლის ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველების და მუსიკის მასწავლებელი
- ნათია ნარსავიძე – დმანისის N3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი
- ნათია ნაფეტვარიძე – თბილისის N161 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
- დიმიტრი პოპოვი – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მათემატიკის და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი
- ნათია უჩავა – თბილისის N126 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი
- სოფიო ქუხილავა – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი
- ნინო შუხოშვილი – საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის გეოგრაფიის, მოქალაქეობის და ჩვენი საქართველოს მასწავლებელი
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეშვიდედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.