2024 წლისთვის კოალიციური მთავრობის ალბათობა არსებობს - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„2024 წლისთვის კოალიციური მთავრობის ალბათობა არსებობს. არ ვიცი, მაღალია თუ დაბალია, მაგრამ ამის ალბათობა არის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ის ასევე გაესაუბრება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, კონკრეტულად რა იგულისხმა მან განცხადებაში – „ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია”.

„მე არ ვიცი ის რას გულისხმობდა, მე არ მომისმენია მისი განცხადება, წავიკითხე, მაგრამ გასარკვევია კონტექსტი, ან შეიძლება მას ჰქონდა მხედველობაში, რომ 2024 წელს ამის რეალური შანსი შეიძლება არსებობდეს, ვინაიდან ქვეყანა გადადის სრულად პროპორციულ სისტემაზე და მათ შორის ალბათომა იმისა, რომ პროპორციული არჩევნების პირობებში კოალიციური მთავრობა ფორმირდეს, არის საკმაოდ მაღალი. შეიძლება ამას გულისხმობდა, როცა დაბრუნდება, მექნება საუბარი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.