2025 წლის ოქტომბერში EU-ის ქვეყნებიდან საქართველოში ფულადი გზავნილის სახით 143.2 მლნ. აშშ დოლარი ჩაირიცხა

პუბლიკა

2025 წლის ოქტომბერში საქართველოში ფულადი გზავნილის სახით 318.71 მლნ აშშ დოლარი (დაახლოებით 865.6 მლნ ლარი) გადმოირიცხა, რაც 13.4%ით (37.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.4% იმ 26 უმსხვილეს პარტნიორ  ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ოქტომბერში თითოეულზე 1 მლნ. აშშ დოლარს აღემატებოდა.

სებ-ის მონაცემებით, მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში გზავნილის სახით 143.26 მილიონი აშშ დოლარი ჩაირიცხა, ხოლო დანარჩენი 175.45 მილიონი – სხვა დანარჩენი ქვეყნებიდან.

ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 2025 წლის ოქტომბერში ყველაზე მეტი თანხა საქართველოში შემდეგი ქვეყნებიდან ჩაირიცხა:

აშშ – 59.27 მილიონი აშშ დოლარი;

იტალია – 53.17 მილიონი აშშ დოლარი;

რუსეთი – 41.32 მილიონი აშშ დოლარი;

გერმანია – 29.61 მილიონი აშშ დოლარი;

საბერძნეთი – 25.81 მილიონი აშშ დოლარი;

ისრაელი – 24.06 მილიონი აშშ დოლარი;

თურქეთი – 10.71 მილიონი აშშ დოლარი;

ესპანეთი – 7.92 მილიონი აშშ დოლარი.

სებ-ის ინფორმაციით, 2025 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 40.8 მლნ აშშ დოლარი (110.9 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ოქტომბრის (35.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 14.5% მეტია.