2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე უკლებლივ ყველა სკოლა გაივლის ავტორიზაციას - მინისტრი

პუბლიკა

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე უკვლებლივ ყველა სკოლა გაივლის ავტორიზაციას.

ჩხენკელს მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში უსმენენ.

„პირველად ქართული განათლების სისტემის ისტორიაში უკლებლივ ყველა სკოლა გაივლის ავტორიზაციას ახალი სტანდარტების მიხედვით ავტორიზაციის პროცესს, რაც შედეგად მოიტანს, ზოგადო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, ხარისხის უზრუნველყოფის მოქნილი და ეფექტიანი მექანიზმის დანერგვას. პროცესი 2026-2027 სასწავლო წლამდე დასრულებული იქნება“,- განაცხადა ჩხენკელმა.