ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 204 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ჩატარდა 6 593 ტესტი, გამოჯანმრთელდა 736 პირი, გარდაიცვალა 15 ადამიანი.
საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, 7 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3,09%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.84%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.69%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 204 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა;
- აჭარა – 11,;
- იმერეთი – 32;
- ქვემო ქართლი – 16;
- შიდა ქართლი – 13;
- გურია – 18;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 14;
- კახეთი – 8;
- მცხეთა-მთიანეთი – 3;
- სამცხე-ჯავახეთი – 3;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 554, საიდანაც: 2 229 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 499 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 134 პირი, 295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 2 030 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 446 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 531 ადამიანი.