ორგანიზაცია CRRC-ის კვლევა „კავკასიის ბარომეტრი 2024″-ის თანახმად, კითხვაზე, საქართველოში მოქმედი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? – მოქალაქეთა 21% პასუხობს, რომ „ქართული ოცნება”.
31% ამბობს, რომ ასეთი პარტია არ არსებობს.
22%-მა პასუხზე უარი თქვა.
პასუხები ასე განაწილდა:
- ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო [ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე] – 21%
- ახალი [ნიკა მელია, ნიკა გვარამია] – 3%
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა [ლევან ხაბეიშვილი] – 3%
- გირჩი – მეტი თავისუფლება [ზურაბ ჯაფარიძე] – 1%
- ლეიბორისტული პარტია [შალვა ნათელაშვილი] – 1%
- ლელო საქართველოსთვის [მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი] – 1%
- საქართველოსთვის [გიორგი გახარია] – 1%
- ანა დოლიძე – ხალხისთვის [ანა დოლიძე] – 1%
- გირჩი [იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, სანდრო რაქვიაშვილი] – 1%
- სტრატეგია აღმაშენებელი [გიორგი ვაშაძე] – 1%
- კონსერვატიული პარტია [ზვიად ძიძიგური] – 1%
- კონსერვატიული მოძრაობა „ალტ ინფო“ [კონსტანტინე მორგოშია, შოთა მარტინენკო] – 1%
- ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები [ალეკო ელისაშვილი] – 1%
- ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის [გიგა ბოკერია, აკაკი ბობოხიძე, გიგი წერეთელი] – 1%
- სხვა – 2%
- ასეთი პარტია არ არსებობს – 31%
- არ ვიცი – 8%
- უარი პასუხზე – 22%
კითხვაზე, ენდობიან თუ არა პოლიტიკურ პარტიებს, მოქალაქეთა 22% პასუხობს, რომ საერთოდ არ ენდობა მათ.
სხვა პასუხები ასე განაწილდა;
- უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა – 24%;
- არც ვენდობი და არც არ ვენდობი – 35%;
- უფრო ვენდობი, ვიდრე არ ვენდობი – 9%;
- სრულად ვენდობი – 3%
- არ ვიცი – 6%
- უარი პასუხზე – 1%.
CRRC-იმ კვლევის საველე სამუშაოები 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე პერიოდში ჩაატარა. გამოიკითხა 1 509 რესპონდენტი – საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა (18 წელი და ზემოთ), ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა. გამოკითხვის მეთოდი – კომპიუტერის მეშვეობით პირისპირი გამოკითხვა (CAPI).