21 თებერვალი | კორონავირუსის 258 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 ადამიანი

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 258 ახალი დადასტურებული შემთხვევა; გამოჯანმრთელდა – 571; გარდაიცვალა – 10 ადამიანი.

ვებგვერდის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარდა – 9 653 ტესტი, მათ შორის 4 697 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 956 PCR ტესტით. შესაბამისად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი – 2.67%-ია.

საქართველოში ჯამში კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ჯამში, Covid-19-ის 268 355 შემთხვევა გამოვლინდა. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  261 637-მდე. დღემდე ვირუსს ჯამში 3 435 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 258 ახალი შემთხვევა ასე ნაწილდება:

  • თბილისი – 132 შემთხვევა;
  • აჭარა – 7;
  • იმერეთი – 35;
  • ქვემო ქართლი – 8;
  • შიდა ქართლი – 16;
  • გურია – 15;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 19;
  • კახეთი -16;
  • მცხეთა-მთიანეთი – 3;
  • სამცხე-ჯავახეთი – 5;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 257. საიდანაც 1 723 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხოლო 1 303 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.