211 ათასი ადამიანია საქართველოში გრიპზე აცრილი და მარაგშია კიდევ 23 ათასზე მეტი ვაქცინა - იმნაძე

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ამ დროისთვის 211 ათასი ადამიანია გრიპზე აცრილი და მარაგშია კიდევ 23 ათასზე მეტი ვაქცინა.

„უნდა ითქვას, რომ ისევე როგორც ევროპის ქვეყნების უმეტესობაში გრიპი არ არის აქტიური, ყველგან სპორადული შემთხვევებია. ის, რომ თითქმის მთელს ევროპაში ლოკდაუნებია, ყველა პირბადით დადის, დისტანციას იცავს, მოქმედებს ამაზე. თუმცა, ორსულებს მოვუწოდებ აიცრან გრიპზე, მათთვის გრიპი გაცილებით საშიშია ვიდრე კოვიდი და მოვუწოდებ აუცილებლად აიცრან.“, – განაცხადა იმნაძემ.