„მათ პროფესიონალიზმში ვერ აქვთ კარგად საქმე“ - მაჭარაშვილი 22 NGO-ს ერთობლივ განცხადებაზე

პუბლიკა

სამწუხაროა, რომ არასამთავრობოების ნაწილი ვერ ერკვევა იმაში, რომ საქართველოს უსაფრთხოების საბჭოზე გაკეთებული განცხადება უფრო მტკივნეული იქნება, თუ გაეროში, ეუთოში, ჰააგის სასამართლოში გაკეთებული საქართველოს საჯარო განცხადება რუსეთის ფედერაციისთვის. ეს ერთი მხრივ ნიშნავს იმას, რომ მათ პროფესიონალიზმში ვერ აქვთ კარგად საქმე – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი 22 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, არასამთავრობოების განცხადება არის გაუგებარი.

„საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმეტესობა უფრო კარგად და გონიერად აზროვნებს, ვიდრე სამწუხაროდ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში არსებობს რადიკალური ოპოზიცია და არასამთავრობოების ნაწილი, რომელიც საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იბრძვის.