23 მაისიდან კომენდატის საათი აღარ გაგრძელდება - გახარია

პუბლიკა

მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შეზღუდვების მოხსნაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მოქალაქეების პასუხისმგებლობა იზრდება.

„ჩვენი ვალდებულებაა ქვეყანა ნელ-ნელა რაციონალურად, მაგრამ ძალიან ფრთხილად ცხოვრების ნორმალურ წესს  დავუბრუნოთ.

სამწუხაროდ, დღეს ვერავინ ამბობს, როგორი იქნება პოსტკოვიდური მსოფლიო, ეს პასუხისმგებლობას ზრდის.

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით მოქმედებს, თუმცა პარლამენტი მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის შემოღების გარეშე გარკვეული შეზღუდვების შემოღების შესაძლებლობას აძლევს.