ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის განცხადებით, 22:00 საათის შემდეგ ბარებში და რესტორნებში ეკონომიკური საქმიანობის 12 ფაქტი გამოვლინდა, ობიექტები დაჯარიმდა 10 ათასი ლარით.
„სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ჩვენ განმეორებით მოვახდინეთ დაფიქსირება, 3 ობიექტი, ჯარიმის მიუხედავად მაინც ახორციელებდა გარკვეულ აქტივობებს. მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება შსს-სთან და სამი ობიექტის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი გამოძიება“, – განაცხადა ფერაძემ.
ფერაძის ინფირმაციით, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად შემოწმდა თბილისში 10 ბაზარი და 185 საცალო/საბითუმო ვაჭორბის ობიექტი და გაიცა გაფრთხილება რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.