უკრაინისთვის 5.0 | პარლამენტთან სოლიდარობის აქცია დღესაც დაიგეგმა

პუბლიკა

#უკრაინისთვის 5.0 | უკრაინის სოლიდარობის აქციები თბილისში გრძელდება. დღესაც, 19:00 საათზე უკრაინის მხარდამჭერთა აქცია პარლამენტთან გაიმართება. აქცია მოძრაობა „სირცხვილიას“, „გირჩი-მეტი თავისუფლების“, „დემოკრატიის მცველებისა“ და „ლელოს“ ორგანიზებით იმართება.


თბილისში სოლიდარობის აქცია რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან, 24 თებერვლიდან იმართება. აქციას ყოველდღიურად ათიათასობით ადამიანი უერთდება.