229 ახალი შემთხვევა და 12 გარდაცვლილი | კორონავირუსის 28 მარტის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 5 460 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 229 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 993, გარდაიცვალა 12 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.19%, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 4.39% ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.43%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 720 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 229 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე განაწილდა: თბილისი – 121 შემთხვევა, აჭარა – 14, იმერეთი – 25, ქვემო ქართლი – 5, შიდა ქართლი – 8, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 20, კახეთი – 17, მცხეთა-მთიანეთი -4, სამცხე-ჯავახეთი -1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 8 403 საიდანაც, 638 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 352, აჭარაში – 52, იმერეთში – 118.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 164 პირი, მათ შორის, თბილისში – 95, აჭარაში – 24, იმერეთში – 24.