საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 23 664 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა კიდევ 42 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 8 326 კოვიდპაციენტი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.05%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 24.27% ხოლო 7 დღის მანძილზე – 27.36%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 23 664 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 11 543 შემთხვევა, აჭარა – 2 334, იმერეთი – 3 413, ქვემო ქართლი – 1 296, შიდა ქართლი – 1 115, გურია – 537, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 554, კახეთი – 851, მცხეთა-მთიანეთი – 472, სამცხე-ჯავახეთი – 462, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 87.
StopCov.ge-ის განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 250 108 , ბოლო 24 საათში – 23 664;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 038 391 , ბოლო 24 საათში – 8 326;
- მათ შორის გარდაცვლილი – 15 102 , ბოლო 24 საათში – 42;
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 77 584, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 47 972, PCR ტესტით – 29 612;
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 30,05%, ბოლო 14 დღის – 24,27%, ბოლო 7 დღის – 27,36%;
- სულ აცრილია – 2 736 590, დღიურად აცრილია – 5 411;
- კარანტინის რეჟიმში – 37;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 723;
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1 969.