თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინდორმაციით, 23 აგვისტოდან Pegasus Airlines სტამბოლი (საბიჰა)-თბილისი-სტამბოლის (საბიჰა) მიმართულებით ფრენებს განაახლებს.
„ჩარტერული რეისები 27 სექტემბრის ჩათვლით კვირაში ერთხელ, ყოველ კვირა დღეს შესრულდება. აღნიშნული ფრენები იქნება გამყვანი, რაც გულისხმობს, რომ ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე მოემსახურება, “- ამბობენ აეროპორტში.
ფრენებს კვირაში ერთი სიხშირით 29 აგვისტოდან შეასრულებს ასევე Turkish Airlines-იც. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის საელჩომ გავრცელა.