23 ახალი შემთხვევიდან 14 არის დადასტურებულებთან კონტაქტი, ერთზე კვლევა გრძელდება - ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 23 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 14 დადასტურებულებთან კონტაქტია.

„14 პაციენტის ინფიცირების წყარო არის კონტაქტი ინფიცირებულ პაციენტებთან. 8 შემთხვევა არის შემოტანილი, აქედან 5 სატვირთოო ავტომობილის მძღოლია. მხოლოდ ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, კოვიდცენტრებში 3 კრიტიკული პაციენტია, ხოლო მძიმე პაციენტების რაოდენობა კი – 21-ია.


საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

1 სექტემბრისთვის განახლებული სტატისტიკური მონაცემები ამგვარია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1510
  • აქედან გამოჯანმრთელდა – 1253
  • გარდაიცვალა – 19
  • კარანტინის რეჟიმში – 6059
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 41