23 დეკემბერი | კორონავირუსის განაწილება რეგიონებში

პუბლიკა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 2 345 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 560, ხოლო გარდაიცვალა 51 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 345 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 017 შემთხვევა, აჭარა – 139, იმერეთი – 429, ქვემო ქართლი – 157, შიდა ქართლი – 192, გურია – 16, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 146, კახეთი – 158, მცხეთა-მთიანეთი – 43, სამცხე-ჯავახეთი – 34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 644, საიდანაც,6 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

ძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პირი.

1 600 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 591 – თბილისში, 721 – აჭარაში, 115 – იმერეთში.

12 774 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 455 ადამიანი.

სულ 6 ოქტომბრიდან – 22 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 20 836 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 672 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 113 პირი, აჭარაში – 4 634, იმერეთში – 5 363.