საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა დღეს ბრიფინგზე ჩამოთვალა, თუ რომელი სავალდებულო შეზღუდვებია ძალაში 23 მაისიდან.
ძალაში რჩება ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობის შეზღუდვა, ასევე მოლებისა და ბაზრობების მუშაობა.
„23 მაისის შემდეგაც ძალაშია შემდეგი შეზღუდვები: რესტორანში, ბარსა თუ კაფეში მომხმარებლის ადგილზე კვებით მომსახურება, ასევე, სასტუმროების ფუნქციონირება, გარდა საკარანტინო ზონებისა, ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა არის კვლავ შეზღუდული, გარდა ონლაინ ვაჭრობისა. ასევე, შეზღუდული რჩება ე.წ. მოლებისა და ბაზრობების მუშაობა, გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ. შეზღუდულია კულტურული და სპორტული ობიექტების საქმიანობა და ამ ღონისძიებების ჩატარება. აზარტული და მომგებიანი თამაშები შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული ფორმით. სახელმწიფო სერვისების ნაწილი კვლევაც დისტანციურად განხორციელდება. შეზღუდვები შენარჩუნდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
ჩიქოვანის თქმით, ყველა არსებული შეზღუდვის შესახებ საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს და მოხსნის გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად მიიღებს.