როცა „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში იქნება, ვაჩვენებთ სტანდარტს, როგორი უნდა იყოს ოპოზიცია - მდინარაძე

პუბლიკა

„როცა „ქართული ოცნება“ (ეს არ ვიცი 2024 იქნება, 2028, თუ როცა იქნება, სულ ხელისუფლებაში ხომ ვერ ვიქნებით?!) ოპოზიციაში იქნება, ჩვენ ვაჩვენებთ სტანდარტს, როგორი უნდა იყოს ოპოზიცია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს ვერ მოხდება იმ პირობებში, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ არის მეორეადგილოსანი პარტია.

„თუ ახალი ძალები წამოვლენ წინ, ამ შემთხვევაში კოალიციაზე რომ ვსაუბრობთ და ბევრ რაღაცაზე, ადვილია საუბარი. მაგრამ, როდესაც შენ წარსულის უმძიმესი ცოდვების გარდა დღევანდელი ცოდვებით დამძიმებული პოლიტიკური ძალა გყავს მთავარი ოპონენტი, ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს და მერე ვილაპარაკოთ ყველაფერზე. ეს არის ჩემი გულწრფელი დამოკიდებულება – არ შეიძლება, რომ ამ ქვეყანამ წააგოს „ნაცმოძრაობასთან“ რომელიმე რაიონში. ამიტომ ვართ დიდ გულზე და ამიტომ ვართ შეტევაზე“ გადასულები“, – აღნიშნა მდინარაძემ.