სახალხო დამცველი აშშ-ის ელჩს შეხვდა

ფასიანი განთავსება

11 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რობინ ლ. დანიგანს შეხვდნენ.

შეხვედრაზე სახალხო დამცველის სტატუსი და ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მისი საქმიანობის მნიშვნელობა განიხილეს, ხაზი გაუსვეს ინსტიტუციის საზედამხედველო როლს წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების პროცესზე, მათ შორის, სიძულვილის ენის გამოყენების აღკვეთისა და პოლიტიკური დაპირისპირების უსაფრთხოდ, ეთიკური ნორმების ფარგლებში წარმართვის მისაღწევად.

ელჩმა კიდევ ერთხელ, პირადად დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიცია – გააგრძელოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა.

ელჩმა სახალხო დამცველს საქართველოში ახლად დანიშნული აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) დირექტორი ჯეიმი შაფელბარგერი წარუდგინა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა USAID/კავკასიის, დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოადგილე კორინ როთბლუმი.

მხარეებმა შეხვედრაზე პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.