სამართლიანი არჩევნების დირექტორი, ნინო დოლიძე ამბობს, რომ დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბრიფინგზე ფაქტობრივად დაადასტურა, რომ რამდენიმე საარჩევნო უბანზე შესაძლოა
იყოს ასეთი სტატისტიკა, ანუ კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონე 100%-ზე მაღალი, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოცხადებული კაცი ამომრჩევლების რაოდენობა საარჩევნო უბნის ერთიან და სპეციალურ სიებში რეგისტრირებული კაცი ამომრჩევლების ჯამურ რაოდენობასაც აღემატება.
„სამართლიანმა არჩევნებმა” დღეს წარმოადგინეს საარჩევნო სიის ანალიზი, რომლის მიხედვით დასტურდება, რომ ზოგიერთ საარჩევნო უბანზე იმაზე მეტმა კაცმა ამომრჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ვიდრე ამომრჩეველთა სიაშია რეგისტრირებილი.
„ამგვარი არალოგიკური მონაცემები, ვალიდურობის შემთხვევაში, მოცემულ საარჩევნო უბნებზე მომხდარ მანიპულაციებზე მიუთითებს”. – ამბოს ნინო დოლიძე.
„ცესკოს დადგენილებით დამტკიცებული სახელმძღვანელოს მიხედვით, ელექტრონულ უბნებზე, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შესაბამისი პერიოდებისთვის (10:00, 12:00, 15:00, 17:00, 20:00 საათზე) ამობეჭდილ ქვითარში/ანგარიშში მითითებულ კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას უმატებს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში (ასეთის არსებობისას) შეყვანილი ამომრჩევლების ხელმოწერების ჯამს, მათ შორის გენდერულ ჭრილში. ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია, ასევე პერიოდულად ეგზავნება ტრადიციული უბნებიდან ცეტრალურ საარჩევნო კომისიას, გენდერულ ჭრილში” – დასძენს დოლიძე.