ODIHR: შეშფოთებულები ვართ საქართველოში გადაჭარბებული საპოლიციო ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით

პუბლიკა

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით X-ზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ შეშფოთებულები არიან გადაჭარბებული საპოლიციო ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით.

„ODIHR შეშფოთებულია საქართველოში გადაჭარბებული საპოლიციო ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით და მოუწოდებს ხელისუფლებას, ხელი შეუწყონ მშვიდობიანი შეკრებებსა და ჩაერთონ დიალოგში ძალადობის გარეშე.

მშვიდობიანი პროტესტისა და კრიტიკული შეხედულებების გამოხატვის უფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიული საზოგადოებისთვის“, – ნათქვამია გამოქვეყნებულ განცხადებაში.