24 201 ახალი შემთხვევა და 36 გარდაცვლილი | კორონავირუსის 1 თებერვლის სტატისტიკა

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების  24 201 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 36 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 10 732 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 21.96% ხოლო 7 დღის მანძილზე – 24.96%.