ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ 24 დეკემბერს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე შეძლებს, უკვე განიხილოს მთავრობის შემადგენლობა და ნდობა გამოუცხადოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას.
მანამდე კი, მისი განმარტებით, მოსმენა გაიმართება კომიტეტებში.
21 დეკემბერს კომიტეტის ეკონომიკური, საგარეო და უსაფრთხოების ბლოკი მოუსმენს სამთავრობო შემადგენლობას.
22 დეკემბერს სოციალური, ასევე იურიდიული და ადამიანის უფლებათა ბლოკი მოუსმენს სამთავრობო შემადგენლობას.
23 დეკემბერს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას შეხვდებიან ფრაქციების ფორმატში.