24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში სამგზავრო გადაყვანები არ განახლდება - „საქართველოს რკინიგზა“

პუბლიკა

„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით სამგზავრო გადაყვანები არ განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ფეისბუქ-გვერდზე წერს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათ, ვისაც ბოლო პერიოდში შეძენილი ჰქონდათ მატარებლების ბილეთები ონლაინ პლატფორმების მეშვეობით, შეძლებენ ბილეთების ღირებულების დაბრუნებას.

„მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 24 დეკემბრიდან 2021 წლის 2 იანვრის ჩათვლით, დაანონსებული იყო აღნიშნული შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქება, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, შეზღუდვების შემსუბუქება არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდშიც საქართველოს რკინიგზის მიერ ვერ განხორციელდება მგზავრთა მომსახურება – სამგზავრო გადაყვანები არ განახლდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა ვისაც ბოლო პერიოდში შეძენილი ჰქონდათ მატარებლების ბილეთები ონლაინ პლატფორმების მეშვეობით, შეძლებენ ბილეთების ღირებულების დაბრუნებას“, – ნათქვამია განცხადებაში.