24 დეკემბრიდან შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა – გამყრელიძე

პუბლიკა

NCDC-ის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, 24 დეკემბრიდან შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„ჯერჯერობით, გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მსჯელობა დღეს, დღის მეორე ნახევარში გაგრძელდება. არის გარკვეული მონახაზები, რაზეც მთავრობამ თავის დროზე განაცხადა 24 დეკემბერთან დაკავშირებით.

პოზიციების შეჯერება მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, რისკებს შეიცავს და ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, უფრო რადიკალური ღონისძიებების მომხრენი ვართ, მაგრამ, მეორე მხრივ, უნდა გავითვალისწინოთ მოსახლეობის მოთხოვნილება”. – განაცხადა გამყრელიძემ.

მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გრაფიკის მიხედვით 24 დეკემბერიდან 2 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები, რომლებიც არასასურსათო სავაჭრო ობიექტებსა და ტრანსპორტზე ვრცელდება, უნდა მოიხსნას. თუმცა ამ დრომდე მთავრობას განცხადება 24 დეკემბერიდან შეზღუდვების მოხსნაზე არ გაუვრცელებია.