24 ივლისს ნეთანიაჰუ აშშ-ის კონგრესს მიმართავს

პუბლიკა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ 24 ივლისს კონგრესში წარდგება და ამერიკელ კანონმდებლებს მიმართავს – ის საკანონმდებლო ორგანოში რესპუბლიკელებისა და დემოკრატების მიწვევით მივა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა და სენატის უმცირესობის ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა მიწვევის წერილში გამოთქვეს იმედი, რომ ნეთაიაჰუ გამოიყენებს შესაძლებლობას და წარადგენს „ისრაელის მთავრობის ხედვას დემოკრატიის დასაცავად, ტერორის წინააღმდეგ საბრძოლველად და რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად”.

ნეთანიაჰუ კონგრესში ვიზიტის შესახებ ამბობს, რომ მისთვის „დიდი პატივია, ჰქონდეს პრივილეგია, წარადგინოს ისრაელი…წარადგინოს სიმართლე ომზე მათ წინააღმდეგ, ვინც ისრაელის განადგურებას ლამობს”.

გასულ თვეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა სასამართლოს ნეთანიაჰუს დაკავების ორდერით მიმართა. მიმართვა გაიცა თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის წინააღმდეგაც.

ნეთანიაჰუმ ICC-ის ნაბიჯი დაგმო და განაცხადა, რომ მიუღებელია „დემოკრატიული ისრაელის“ „მკვლელებთან“ გაიგივება.