Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 443 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გარდაიცვალა კიდევ 6 ადამიანი.
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ბოლო 24 საათში 461-ით გაიზარდა. სულ ჩატარდა 19051, კვლევა ტესტის, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11825, PCR ტესტით – 7226
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,33%, ბოლო 14 დღის – 2.36%, ბოლო 7 დღის – 2,36%-ია.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 443 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 213 შემთხვევა, აჭარა – 15, იმერეთი – 61, ქვემო ქართლი – 12, შიდა ქართლი – 37, გურია – 26, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 39, კახეთი – 24, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.