24 თებერვლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რუსეთის არმიამ 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა – ინფორმაციას უკრაინული გამოცემა The Kiev Independent უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.