24 წლის შშმ პირი სპეცრაზმმა აქციაზე დააკავა, სცემა და ამჟამად ის კლინიკაშია

პუბლიკა

24 წლის შშმ პირი სპეცრაზმმა აქციაზე დააკავა, სცემა და ამჟამად ის კლინიკაშია.

როგორც ფონდი „აურესის“ თავმჯდომარე ეკატერინე თორთლაძე „პუბლიკას“ უყვება, მისი ინფომრაციით, დათო აბულაძე გუშინდელ აქციაზე მეგობართან ერთად იმყოფებოდა, როდესაც სამი სპეცრაზმელი მათთან მივარდა, წაართვეს პირადი ნივთები და სცემეს. თავდაპირველად ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც არ ჰყავდათ თარჯიმანი. როგორც ეკატერინე თორთლაძემ განგვიმართა, დათო აბულაძის საკომუნიკაციო ენა არის მხოლოდ ჟესტების ენა.

ამჟამად დათო აბულაძე ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება, ჩალურჯებები აღენიშნება თვალებზე, აქვს ტვინის შერყევა და დაზიანებები აღენიშნება ფეხებზეც. აქტივისტების დახმარებით კლინიკაში უკვე უზრუნველყოფილი იყო მისი დაკავშირება ადვოკატთან. მის უფლებებს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი იცავს.