ხვალიდან, 25 აგვისტოდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე იმუშავებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
როგორც სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, პარალელურად გაგრძელდება კვების ობიექტების მიერ, დაწესებული რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი.
დღემდე კვების ობიექტები 23:00 საათამდე მუშაობდნენ.