25 მაისიდან დევნილთა სააგენტოს მისაღები ცენტრი მუშაობას განაახლებს

პუბლიკა

დევნილთა და ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოქალაქეთა მისაღები ცენტრი მუშაობას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით 25 მაისიდან განაახლებს.

სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, მისაღებ ცენტრში შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ პირბადით, თერმოსკრინინგის პროცედურის გავლის შემდეგ. დამონტაჟდება მინის ბარიერები და დაცული იქნება 2-მეტრიანი დისტანცია.

„25 მაისიდან სრულად აღდგება კორონავირუსის გავრცელების გამო დროებით შეჩერებული მონიტორინგისა და დაკანონების ჯგუფების სამუშაო ვიზიტები. თხოვნით მივმართავ იძულებით გადაადგილებულ პირებს ხელი შეუწყონ ჩვენი სააგენტოს თანამშრომლებს საქმიანობის განხორციელებაში“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.