25 თებერვალს ვთქვი, რომ თუ ვინმე დაისჯებოდა ამ ომით, ეს უკრაინა იქნებოდა - პრემიერი

პუბლიკა

„სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე, ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთელი რიგი ტერიტორიები უკვე ოკუპირებულია და „ამის შემჩერებელი არავინ არ არის“.

„ქალაქები არის მიწასთან გასწორებული და ათასობით სამოქალაქო პირი შეეწირა ამ ომს, ამ უბედურებას და დღემდე გრძელდება ეს ტრაგიკული მოვლენები. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის. თქვენ ხედავთ, რომ მთელი რიგი ტერიტორიები უკვე არის ოკუპირებული რუსეთის მიერ უკრაინაში და ეს პროცესი, თქვენ ხედავთ, რომ გრძელდება და ამის შემჩერებელი, სამწუხაროდ და საუბედუროდ, ვხედავთ, რომ ჯერჯერობით არავინ არ არის.“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, 400 ტონამდე ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა უკრაინაში. მისი თქმით, „დიდი ოცნებაა, რომ ეს ომი დასრულდეს“.