ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ხმების 48.82%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას” 26.08 % აქვს.
სულ 3847 უბნიდან მონაცემები დათვლილია 2517 (65.43%) უბანზე და შედეგები პარტიებზე ასე ნაწილდება:
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 48.82 %
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია” – 26.08 %
„ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” – 3.79 %
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – 3.24%
„სტრატეგია აღმაშენებელი” – 3.13 %
„ლელო – 3.22 %
„გირჩი“ – 2.98 %
„ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 1.38 %
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია” – 1.03 %
„ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა” – 0.84 %