დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 784 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 801 შემთხვევა, აჭარა-121, იმერეთი-281, ქვემო ქართლი-101, შიდა ქართლი-119, გურია-40, სამეგრელო – ზემო სვანეთი-140, კახეთი-110, მცხეთა-მთიანეთი-30, სამცხე-ჯავახეთი-31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-10.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 791, საიდანაც, 5 701 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 013 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი.
1 464 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში;
10 626 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 396 ადამიანი;
სულ 6 ოქტომბრიდან – 25 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-20 955 პირი;
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 003 ადამიანი.