ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 784 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 421 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 170 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 251 PCR ტესტით.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 119 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 200 339-მდე.
ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 352 პირი ემსხვერპლა.