26 მაისის მიმართვაში პრეზიდენტი მათ აკრიტიკებს ვისაც „აუცილებელ ზომებში" ეჭვი შეაქვს

პუბლიკა

საქართველოს ხელისუფლება – პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი – ვაზიანის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ჯარისკაცებს ხვდება.

ჯარს პირველად ქვეყნის მთავარსარდალმა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა.

“დღეს უჩვეულო 26 მაისია – თქვა მან – საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება თავდაცვის ძალებთან ერთად სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში და ეს გამოწვეულია იმ კრიზისული მდგომარეობით, რომელშიც ჯერ კიდევ ვიმყოფებით. ამის მიუხედავად ჩვენი აქ მოსვლით გამოვხატავთ ამ დღის მნიშვნელობას”.

პრეზიდენტმა გამოსვლაში ძირითადი აქცენტი საქართველოს ხელისუფლების კორონავირუსთან ბრძოლას დაუთმო და თქვა, რომ  დღევანდელი კრიზისის ფონზე ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიოს გამძლეობისა და წარმატების მაგალითი მისცა.

ის ამბობს, რომ მთავრობამ დროულად და ეფექტურად აამოქმედა მართვის ყველა ბერკეტი ამით საზოგადოების მხრიდან ნდობა დაიმსახურა.

პრეზიდენტის განცხადებით საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად საქართველოს არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები და „ადამიანთა უფლებების შელახვა, რაც ახასიათებს საგანგებო მდგომარეობას, ჩვენ შემთხვევაში მინიმუმდე დავიყვანეთ”… არ გამოცხადებულა სრული კარანტინი,   არ შეზღუდულა არც სიტყვის და არც აღმსარებლობის თავისუფლება”.

მისივე თქმით მთავრობამ საგანგებო მდგომარეობაც დროულად გაუქმდა.

დამოუკიდებლიბის დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში პრეზიდენტი ამბობს, რომ „ვინც ამ დროს ექიმების მიმართ უნდობლობას გააჩენს, და აუცილებელ ზომებს ეჭვქვეშ აყენებს მასაშადამე ის ქვეყნის გადარჩენას ებრძვის”.