26 ოქტომბერი| საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი

პუბლიკა

დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. StopCov.ge-ს განახლებული მონაცემებით, გარდაიცვალა კიდევ 14 კოვიდპაციენტი და გამოჯანმრთელდა 603 ადამიანი.

განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 30303;
  • აქედან გამოჯანმრთელდა – 11370;
  • გარდაიცვალა – 215;
  • კარანტინის რეჟიმში – 3769;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3832;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირი – 2249;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 41.