26 თებერვალს ოპოზიციამ აქცია-მსვლელობა დააანონსა

პუბლიკა

26 თებერვალს ოპოზიციამ აქცია-მსვლელობა დააანონსა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის წინ მიმდინარე აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„დღეს მოხდა ის რაც მოხდა – ბოლშევიკების მიერ ჩვენი ოფისის დარბევა, ნიკას გადატაცება, ადამიანების დაშავება. ახლა მე და თქვენ, ჩვენ, თითოეული პატრიოტი და თვითონ ნიკა, მოგიწოდებთ 26 თებერვალს 15:00 საათზე ფილარმოონიდან დავიწყოთ დიდი მსვლელობა, რომელიც მიეძღვნება ოკუპაციას, „როდიონოვების“, „გავრილოვების“ წინააღდეგ და რაც მთავარია – თავისუფლებისთვის,“ – განაცხადა დეკანოიძემ.


პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.  ოპოზიციამ 3 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართა. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.