პოლიციამ რუსლან შამახია დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაკავებულია რუსლან შამახია.

„დაკავების ფაქტს გიდასტურებთ, გამოძიება მიმდინარეობს 236-ე მუხლით, რაც იარაღის უკანონო შეძენა შენახვას გულისხმობს“, – თქვა ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე.

მისი განცხადებით, დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.