ამ წუთებში მთავრობის კანცელარიაში პრემიერი გიორგი გახარია შეზღუდვების შემსუბუქების ეტაპებს განიხილავს. მისი თქმით, პირველი ეტაპი 27 აპრილიდან დაიწყება.
„27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. გარდა ამისა, სრულად დაიშვება ტაქსების გადაადგილება, ასევე – ონლაინვაჭრობა – საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა“, – განაცხადა გახარიამ.
„თუმცა მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ეხება მხოლოდ იმ დაწესებულებებსა და კომპანიებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ წესებს. ამ შემთხვევაში ყველა ეს მიმართულება ფუნქციონირებს. მაგალითად, ტაქსის მძღოლი უნდა იყოს პირბადით და ა.შ.“, – დასძინა პრემიერ-მინისტრმა