დღეს, 27 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი, 4780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ს განახლებული მონაცემებით, გარდაიცვალა 37 კოვიდპაციენტი და გამოჯანმრთელდა 3489 ადამიანი.
განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 123470 , ბოლო 24 საათში – 4780;
- აქედან გამოჯანმრთელდა – 102270 , ბოლო 24 საათში – 3489;
- გარდაიცვალა – 1161 , ბოლო 24 საათში – 37;
- კარანტინის რეჟიმში – 2114;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6251;
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირი – 3863.