275 | 331 - გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უახლოვდება მკურნალობაზე მყოფ პაციენტთა რაოდენობას - ეზუგბაია

პუბლიკა

275 გაეწერა, 331 კი მკურნალობს, თუ ასე გაგრძელდება, ალბათ გარკვეულწილად იქნება განსხვავება კარგი და სერიოზული, – ინფექციური საავადმყოფო კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დილის ტრადიციული კომენტარისას ჟურნალისტებთან ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გამოჯანმრთელების მონაცემებზე ისაუბრა.

„გუშინ გვყავდა 610 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 5 და არის 615, ხოლო გამოჯანმრთელებული იყო 269, დაემატა 6 და არის 275. ამ ეტაპზე covid-სამკურნალო ცენტრებში 331 პაციენტი მკურნალობს და ნახავთ, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უახლოვდება სტაციონარში მკურნალობაზე მყოფ პაციენტთა რაოდენობას, რაც ძალიან კარგია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება 5 ახალ შემთხვევას, მისივე თქმით, ყველას წყარო ცნობილია, 3 არის საკარანტინე ზონიდან და მიმდინარეობს მათი კონტაქტების კვლევა.