28 დეკემბერს, პროევროპული საპროტესტო აქციიდან დაწყებიდან 1 თვის თავზე, თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში ერთსაათიან საპროტესტო ჯაჭვში ჩაებმებიან.
„ერთობის ჯაჭვს საქართველოსთვის” მოქალქეები 15:00 საათიდან შეუეთდებიან.
ღონისძიების აღწერის თანახმად, ყველა ქალაქს თავისი სქემა ექნება.
თბილისის ჯაჭვი მოეწყობა შემდეგ ხიდებზე:
- მეტეხის ხიდი
- მშვიდობის ხიდი
- ბარათაშვილის ხიდი
- ზაარბრუკენის მოედანი და მშრალი ხიდი
- გალაქტიონ ტაბიძის ხიდი
- თამარ მეფის ხიდი
- ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი
მოქალაქეებს ყველაზე ახლოს მდებარე ხიდზე გასვლა შეეძლებათ ჯაჭვში ჩასადგომად.
იურისტები, მარკეტერები, HR პროფესიონალები და ბიზნესკონსულტანტები, ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები და ESM-ელები ამბობენ, რომ გადაწყვიტეს, ჯაჭვს თბილისში, ვახუშტის ხიდთან შეუერთდნენ.
ქუთაისის ჯაჭვი გაკეთდება შემდეგ ხიდებზე:
- თეთრი ხიდი
რუსთაველის ხიდი
ბათუმის ჯაჭვი გაკეთდება ბულვარის გასწვრივ
ფოთის ჯაჭვი გაკეთდება ცენტრალური პარკის ირგვლივ და გაიშლება სხივებად
გორის ჯაჭვი გაკეთდება შემდეგ მარშრუტზე:
- ყოფილი ფოსტის შენობა
- საკრებულოს წინ მოედანი
- სპორტსკოლა
- თამარ მეფის ქუჩის კვეთა
- მაგთის ოფისი
- ჭალა-სადგურის ხიდი
რუსთავის ჯაჭვი გაკეთდება შემდეგ მარშუტზე:
- შარტავას მოედანი
- სასტუმრო “რუსთავი”
- იუსტიცის სახლი
- გმირთა მემორიალი
- ძველი და ახალი რუსთავის – დამაკავშირებელი ხიდი
პირამიდა - მერია
- ახმეტის ჯაჭვის მარშუტი:
ახმეტის მუნიციპალური მერია
რუსთაველისა და ჭანტურიას ქუჩების კვეთა
ხაშურის ჯაჭვის მარშუტი:
- დიმიტრი ყიფიანის ბაღი
- მესამე საჯარო სკოლა
- შადრევანი