28 მაისს სებ-მა $48 700 000 გაყიდა, 1 დოლარის გაცვლითი კურსი 2.7829 ლარია

პუბლიკა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს, 28 მაისს, სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 60 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა.

აუქციონზე გაიყიდა 48 700 000 აშშ დოლარი.

საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829  შეადგინა.

ლარის მკვეთრად გაუფასურება 15 მაისს დაიწყო მას შემდეგ, რაც 14 მაისს ხელისუფლებამ რუსული კანონი III მოსმენით დაამტკიცა. ამის ფონზე ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.